|
სს "ფუდმარტი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს 3 მიმართულებას: რითეილ მაღაზიების ბრენდებს, ფუდსერვისის სადისტრიბუციო ქსელს და ფუდსერვისის ლოგისტიკას.
ჰოლდინგს რითეილ სექტორში უჭირავს მოწინავე პოზიცია, როგორც მაღაზიების რაოდენობის, ასევე ბაზრის წილის მიხედვით. იგი წარმოდგენილია - სპარის, იოლის და კალათას ბრენდებით, რომელთა რაოდენობაც საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტია. ფუდმარტი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომით ბაზარზე, ამჟამად კომპანიას 3,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, რომელთა რიცხვიც ქსელის გაფართოებისა და კომპანიის განვითარების პარალელურად მუდმივად იზრდება.
ფუდმარტი 2014 წლიდან SPAR-ის სავაჭრო ნიშნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მფლობელია და უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდის Spar International-ის გლობალური ოჯახის ნაწილს წარმოადგენს.
კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ფრანშაიზის უნიკალური პროექტი, რომელიც სპარის ქვეფრანშაიზისა და იოლის ფრანშაიზს გულისხმობს. პროექტის მიზანია, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და ევროპული გამოცდილების შემოტანით ქართული რითეილ ბაზრის განვითარება, რაც ინდივიდუალური მცირე რითეილერების გადარჩენისა და განვითარების ყველაზე ოპტიმალური გზაა.
მაღაზიების ფართო ქსელთან ერთად კომპანია ფლობს თანამედროვე აღჭურვილობის მქონე საწარმოს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ანხორციელებს, როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორი სავაჭრო ობიექტებისა და კომპანიების მომარაგებას საკუთარი წარმოების მზა საკვები პროდუქტებით, საკონდიტრო ნაწარმითა და პურ-ფუნთუშეულით. აღნიშნული პარამეტრების გათვალისწინებით, სს ფუდმარტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული კომპანიაა, როგორც საცალო სავაჭრო ბიზნესში, ასევე კვების მრეწველობის სფეროში.
|